20:36 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 15:58:53, 1857 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნულ ბიუროში მორიგების მაჩვენებელი იზრდება

აღსრულების ეროვნული ბიურო 2018 წლის 3 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.

2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 3 407 ერთეული შემთხვევა შეადგინა;

საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 98 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;

ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 107 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;

2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 2 490 მოქალაქეს

2018 წლის მარტის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული 8 321 ერთეული ალიმენტიდან - დარეგულირებულია 4 072 საქმე.

მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია, მხარეებს შორის არსებული დავა მორიგებით დასრულდეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics