|
2018-04-16 13:44:17, 1834 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება
ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საპრეზიდებტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, საქართველოში მომდევნო 5 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება. „პრეზიდენტს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლია. დღეს პრეზიდენტის უფლებამოსილება ცხადია, რომ შეზღუდულია და მომავალ პრეზიდენტს ვერ ექნება გავლენა ბევრ სფეროზე, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ მას არ ექნება საკმარისი ბერკეტები დიდი ცვლილებებისთვის. როგორც თავდაცვაზე მთავარი პასუხისმგებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში თავდაცვის დაფინანსება გაორმაგდეს. სრულად გავაუქმებ სამხედრო-სავალდებულო სამსახურს და ეს იქნება პირდაპირ პრეზიდენტის კომპეტენცია. შეწყალების უფლების გამოყენებით შევიწყალებ ყველას, ვისაც რაიმე სასჯელი აქვს დაკისრებული ნარკოდანაშაულის გამო იქამდე ვიდრე ხელისუფლება არ დათანხმდება ადამიანურ ნარკოპოლიტიკას. ვეტოს უფლებით გავაჩერებ მავნებლური კანონების მიღებას ანუ პრაქტიკულად ყველა კანონს, რომელიც იქნება თავისუფლების შემზღუდავი, ვივლი ასეთი კანონების განხილვაზე საქართველოს პარლამენტში და დავიცავ საღ აზრს 150 პარლამენტარის წინაშე. თვეში ერთხელ, სათითაოდ შევხვდები ყველა მინისტრს და გამოვკითხავ თუ რას აკეთებს, რაში ხარჯავს ხალხის ფულს და ამ ყველაფრის ჩვენება მოხდება Facebook Live-ით“, - განაცხადა ჯაფარიძემ „ფეისბუქ“ მიმართვაში. მისივე თქმით, ქვეყანას შანსი აქვს, რომ თავისი მდგომარეობა რადიკალურად გააუმჯობესოს. „საჭიროა „გირჩი“ საპრეზიდენტო სასახლეში. მე არ გპირდებით, რომ ვიქნები მესია, რომელიც მოგიგვარებთ ყველაფერს. ვინმემ შესაძლოა ჩემზე უკეთ გააკეთოს ბევრი საქმე, ვინმემ შესაძლოა უკეთ გაიკეთოს ჰალსტუხი, უკეთ გადმოსცეს აზრები, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მე ვარ ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ჩემსავით მზად არიან დახარჯონ წლები ჩვენი საერთო მიზნებისთვის. დღეს, დროის ამ კონკრეტულ მომენტში, მე ვარ მზად ამ დისტანციის გასარბენად, თუმცა ამის გაკეთება შეგვიძლია ერთად. დღევანდელი რეალობის სხვა ალტერნატივა „გირჩის“ გარდა არ არსებობს, „მატრიცაში“ რომ ნეოა, ესაა სინამდვილეში ამ ქვეყნისთვის „გირჩი“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)