20:35 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-15 10:37:31, 1433 ნახვა

საზოგადოება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახლი 94 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აჭარიდან ჩასახლებულ  ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები  გადასცეს.  

2004-2009 წლებში, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი 2015 წელს დაიწყო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახლი 94 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა, მთელი საქართველოს მასშტაბით კი საკუთრების მფლობელი უკვე 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი გახდა და ეს პროცესი გრძელდება. 

მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, აჭარიდან ჩასახლებულ ოჯახებსაც შეხვდნენ. ჰერეთისკარში მცხოვრებმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა თავად დაარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერეთი“, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, სოფლის განვითარების ხელშესაწყობად პროექტებს ახორციელებს. მხოლოდ 2017 წელს, სოფელ ჰერეთისკარში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძირითადად სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და განსავითარებლად,  მცირე გრანტები  40 ოჯახზე გაიცა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის პროცესს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძეც ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics