|
2018-04-14 15:50:49, 1603 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირმა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას, გამოსვლის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ახალ პაკეტს და აღნიშნა მისი მნიშვნელობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის. „ევროკავშირის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უკანონო სამხედრო ყოფნისა და მილიტარიზაციის გზით. ამ კონტექსტში განცხადებაში აღინიშნა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობა. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ხაზი გაუსვა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას, მათ შორის, ძალის არგამოყენების პრინციპის იმპლემენტაციის უზრუნველყოფის მიზნით. ევროკავშირის განცხადებაში ასევე აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებზე, როგორც კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების და გამოწვევების განხილვისთვის მნიშვნელოვან ფორმატებზე. ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია გადაადგილების შეზღუდვით, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვით და საკუთრების უფლების დარღვევით. საუბარი ასევე შეეხო ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხს, რომელიც წარმოადგენს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას. ევროკავშირმა მწუხარება გამოთქვა, რომ რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მიერ მოლაპარაკებების დატოვების გამო, ჟენევის ფორმატში კვლავ ვერ მოხერხდა საგნობრივი დისკუსიების გამართვა დევნილების საკითხზე. ევროკავშირმა დაგმო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი და აღნიშნა სრულფასოვანი გამოძიების ჩატარების და მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა, მათ შორის ოთხოზორიასა და ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე. ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)