|
2015-05-21 17:46:16, 2478 ნახვა
სხვადასხვა
ნინა სუბლატი: საქართველო საუკუნეებია იბრძვის, რომ გახდეს ევროპის ნაწილი
„ამაყი ვარ და საქართველოს გულის ძგერას ვგრძნობ, ვიცი ისინი რასაც გრძნობენ. ქართველები იბრძვიან, რომ იყვნენ თავისუფლები, ისინი იბრძვიან, რომ იყვნენ ევროპის ნაწილი. მე ძალიან ამაყი ვარ და ისინიც ძალიან ამაყი არიან“, - ამის შესახებ ევროვიზიის ქართველმა კონკურსანტმა ნინა სუბლატმა პირველი ნახევარფინალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის შეკითხვაზე: "არის თუ არა საქართველო მებრძოლი ქვეყანა?"ქართველმა მომღერალმა უპასუხა: "ხშირად მესმის კითხვა: რატომ "მებრძოლი", რატომ არის სიმღერის სახელწოდება "მებრძოლი". ალბათ, უცნაურია, რომ 20 წლის გოგონა ასე აზროვნებს და იმაზე ფიქრობს, რომ იყოს მებრძოლი, იყოს ფემინისტი. საქართველოს მართლა აქვს ბრძოლის მიზეზი. ჩვენი ქვეყანა პატარაა და ბევრი ცდილობს ჩვენ განადგურებას. ძნელია იმის სიტყვებით ახსნა, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის მებრძოლი სული, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე საუკუნეებია ვიბრძვით. ეს ისტორიაა, ეს არ არის მარტივი შეკითხვა", - განაცხადა ნინა სუბლატმა. შეგახსენებთ, ნინა სუბლატი მსმენელის წინაშე საკონკურსო სიმღერით მებრძოლი (Warrior) მე-16 ნომრად წარდგა. მეორე ნახევარფინალი 21 მაისს გაიმართება, ფინალი კი 23 მაისს შედგება, სადაც 2015 წლის ევროვიზიის გამარჯვებული გამოვლინდება.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)