19:32 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 16:54:24, 1890 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ბანკმა“ ქართული ენის მხარდაჭერის ახალ პროექტი - „ქართულად“ წარადგინა

„თიბისი ბანკმა“ „მაიკროსოფტთან“, „ჯეოლაბთან“ და „საბასთან“ ერთად, ქართული ენის ხელშეწყობის პროექტს -  „ქართულად“ იწყებს.

პროექტის მიზანია, სათარჯიმნო რესურსის შექმნა, ამ რესურსის მაიკროსოფტის პროგრამებში ინტეგრაცია და ქართულენოვანი მომხმარებლისთვის საერთაშორისო რესურსებთან და ინფორმაციასთან მშობლიურ ენაზე წვდომის შესაძლებლობის მიცემა. სისტემაში ქართულის ინტეგრაციისთვის,  პროგრამამ უნდა ისწავლოს ენა, რისთვისაც პირველ ეტაპზე მინიმუმ 100,000 ქართული წინადადების ინგლისურად გადათარგმნაა საჭირო. პროექტის ფარგლებში მაიკროსოფტის სისტემისთვის ქართულის სწავლების შესაძლებლობა ყველა მსურველს მიეცემა.

როგოგრც „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ეს პროექტი საშუალებას მოგვცემს, ქართული ენა მსოფლიო მასშტაბით გავიტანოთ.

„ ეს არის გაგრძელება ჩვენი პროექტისა რომელიც დავიწყეთ სამი წლის წინ „წერე ქართულად“ და რომლის ფარგლებშიც ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში ორასზე მეტი პროექტი განვახორციელეთ და მივხვდით რომ ეს პროექტი არის გასაგრძელებელი და სწორედ დღეს, ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ ახალ პროექტს, სადაც  შვიდი მილიონი წინადადება, რომელიც ჩვენ „საბას“  საშუალებით  მოვიპოვეთ და შევქმენით, მაიკროსოფთან ერთად იქნება თარგმნილი კომპიუტერული სისტემების საშუალებით ინგლისურად. სწორედ  ეს მოგვცემს ჩვენ საშუალებას იმისას, რომ ქართული ენა გავიტანოთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქართულად მოლაპარაკე ადამიანებს თავისუფად შეეძლებათ ინგლისური ტექსტბის ქართულად კითხვა. ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი სწორი მიმართულება, რამე  თუ ჩვენ ვართ მცირერიცხვოვანი ერი, გვაქვს უნიკალური ანბანი და უნიკალური ენა,  ეს არის ჩვენი მემკვიდრობა და სწორედ ეს ახალი გამოწვევა, რასაც ქვია დიჯიტალიზაცია, სწორედ ამ სივრცეში ჩვენ შევდივართ საკმაოდ თამამად რომ ვიყოთ წარდგენილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ვებგვერდზე - kartulad.ge - თითოეულ დარეგისტრირებულს  შესაძლებლობა ექნება პროექტში ჩაერთოს და მოცემული ქართული წინადადებები ინგლისურ ენაზე თარგმნოს. წინადადებები შერჩეულია საბას ელექტრონული წიგნების ბაზიდან.

მას შემდეგ, რაც ორენოვანი  წინადადებების განსაზღვრული რაოდენობა შეგროვდება, პროექტი გადავა შემდეგ ეტაპზე, როცა საჭირო იქნება ნათარგმნის რედაქტირება სპეციალისტების მიერ.

100 000 წინადადების თარგმნა პირველი  ნაბიჯია Windows-ის ოპერაციულ სისტემაში ქართულის ინტეგრაციისთვის.

პროექტი ენის შენარჩუნებას ემსახურება და მისი განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობა.

 „ქართულად“  საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტში მონაწილეობენ PH international და ლექსიკოგრაფიული ცენტრი თინა მარგალიტაძის ხელმძღვანელობით.

პროექტში ჩაერთვებიან მოსწავლეები, მასწავლებლები და  სტუდენტები მთელი საქართველოდან.  მონაწილეები, რომლებიც გამორჩეული იქნებიან თავიანთი შედეგებით, მიიღებენ პრიზებს თარგმნილი წინადადებების რაოდენობის მიხედვით.

„ქართულად“ ღიაა ქართული ენის მხარდაჭერის ყველა მსურველისათვის!

პროექტში მონაწილეობისთვის იხილეთ ვიდეო ინტსრუქცია

(R)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics