19:32 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 16:50:43, 1627 ნახვა

საზოგადოება
ქართველი გამომგონებელი მოსწავლე გოგონები NASA-ში მიემგზავრებიან

ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველ ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი "რობოტი ლაბორანტი" გავიდა. პროექტის ავტორები წელს აშშ-ში, NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და NASA-ს საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. 

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ფაბრიკაში გაიმართა და მას ფონდის აღმასრულებელი

ფირექტორი მაგდა მაღრაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსულებელი ელიზაბეთ რუდი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

პროექტიში პირველ ადგილზე გასული გუნდის გარდა, ასევე გამოვლინდა მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდებიც.

მეორე ადგილი ვანის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა დაიკავეს. მათ მეხანძრის სპეციალური ტანსაცმელი გამოიგონეს.

მესამე საპრიზო ადგილი ასევე გიმნაზია AIA GESS-ს მოსწავლეებმა მოიპოვეს. მათ ჰაერის დამასუფთავებელი გამოგონება წარუდგინეს ჟიურის. 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და პროექტში ჩართულმა ორგანიზაციებმა პრიზებით ფინალში გასული ყველა გუნდი დააჯილდოეს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ გამოფენაზე მონაწილეობას მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეები იღებდნენ: ბათუმის, ვანის, ხონის, თელავის, სოფელ პატარძეულის და თბილისის სკოლებიდან,  რომლებმა სტუმრებისა და დამთვალიერებლების წინაშე საკუთარი ინოვაციური გამოგონებები და პროექტები წარადგინეს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე რამოდენიმე წელია ტარდება. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება და ჯამში 280 გუნდს და 1000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს მასშტაბით. კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანთანამშრომლობით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics