08:24 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 16:21:46, 1851 ნახვა

მსოფლიო
გერმანია რუსეთზე პოლიტიკურ ზეწოლას გააძლიერებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის განცხადებით, რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.

"გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმის საქმის გამოძიებას შეეხებოდა, ვეტო დაადო. ეს არაერთხელ მომხდარა და ამის აღარ მოვითმენთ. არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. ამიტომ, ჩვენ ვინარჩნებთ პოლიტიკურ ზეწოლას რუსეთზე და უფრო მეტიც, ამ ზეწოლის გაძლიერება გვსურს. მიგვაჩნია, რომ რუსეთმა უნდა შეცვალოს პოზიცია და ეს სირიის კონფლიქტის დარეგულირების  ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა", - განაცხადა გერმანიის საგარეო მინისტრმა.

ცნობისთვის, 11 აპრილს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმის საქმის გამოძიებას შეეხებოდა, ვეტო დაადო.  რეზოლუციის მისაღებად, სულ მცირე ცხრა ხმა იყო საჭირო, თუმცა მის სასარგებლოდ ხმა მხოლოდ ექვსმა ქვეყანამ მისცა. რეზოლუციის წინააღმდეგ  7  ქვეყანა წავიდა, ხოლო ორმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ხუთ ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს, რომლის გამოყენებაც მათ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ რეზოლუცია სულ მცირე ცხრა ხმას დააგროვებს. გაერო-სა და აშშ-ის რეზოლუციები სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმას ადასტურებს და დამნაშავის გამოსავლენად ხელახალი გამოძიების დაწყებას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics