|
2018-04-13 15:50:14, 1923 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორში შეტაკებები გრძელდება
ღაზას სექტორში ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკებები გრძელდება, - ამის შესახებ France Press იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დღეს შეტაკების დროს სულ მცირე 8 პალესტინელი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. პალესტინელების თქმით, ისრაელის არმია მათ წინააღმდეგ ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს იყენებს. ისრაელ-ღაზას საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს. აქცია მოძრაობა "ჰამასის" მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ 31 მარტს ერთ-ერთი შეტაკების დროს 16 პალესტინელი დაიღუპა, 1 500-მდე ადამიანი კი, დაშავდა. მოგვიანებით დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. აქციები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა იგეგმება. გარდა ამისა, შეტაკებების შედეგად პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)