|
2018-04-13 14:51:56, 1503 ნახვა
ეკონომიკა
დავით აფციაური: დიმიტრი ქუმსიშვილის ჩინეთში ვიზიტი საინტერესო იყო როგორც შინაარსობრივად, ისევე მისი მაღალი დონის გათვალისწინებით
ჩინეთში საქართველოს ელჩის დავით აფციაურის შეფასებით, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტი ჩინეთში საინტერესო იყო როგორც შინაარსობრივად, ისევე მისი მაღალი დონის გათვალისწინებით. "გარდა იმისა, რომ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა და დღევანდელი ფინანსური სისტემის შემდგომ განვითარებას მიეძღვნა, არსებითი იყო დიალოგი ჩინეთის მთავრობის წევრებთან. შედგა შეხვედრები ჩინეთის კომერციისა და ტრანსპორტის მინისტრებთან. მეტიც ტრანსპორტის უწყების ხელმძღვანელთან ეს იყო პირველი ამგვარი შეხვედრა, რომლის დროსაც განვიხილეთ თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და საქართველოს მონაწილეობის პერსპექტივები „ერთი სარტყელი ერთი გზა" გლობალურ პროექტში," - დავით აფციაურმა. პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი 12-13 აპრილს ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც მოხსენებით გამოვიდა ჩინეთის სახალხო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაზე, გარდა ამისა, გამართა უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ჩინეთის კომერციისა და ტრანსპორტის მინისტრებთან და ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტში, რომლის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის კოორდინაცია, პროექტების ხელშეწყობა და ძირითადი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება წარმოადგენს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე გამართა შეხვედრა აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტთან, რომელიც საქართველოში არაერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის მხარდამჭერია. „ჩემი აზრით, დღეს როდესაც მსოფლიოში არამდგრადი საერთაშორისო ვითარებაა და მთელ რიგ რეგიონებში ფინანსური ბაზრების განვითარებას ემუქრება გარკვეული საფრთხეები, ძალზე მნიშვნელოვანია სტაბილური ურთიერთობების არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ მათი შემდგომი განვითარებაც. ზუსტად ამ კონტექსტში იყო დიალოგი, თუ როგორ შეიძლება ჩინეთმა და საქართველომ ითანამშრომლონ ამ მიმართულებით," - განაცხადა საქართველოს ელჩმა ჩინეთში. მისი თქმით, „საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში საქართველო როლი იზრდება. ამაზე მეტყველებს აღნიშნული ვიზიტი, ის საკითხები, რომლებიც იყო განხილული და ჩემი აზრით, უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით ჩვენ ვიხილავთ ახალ პროცესებს, რომლებიც შეეხევა თანამშრომლობის ახალ მოდელში საქართველოს ადგილის უფრო მეტად დამკვიდრებას". დავით აფციაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა შეხვედრაზე ჩინეთის კომერციის სამინისტროში, რომლის ხელმძღვანელმა ჭუნ შანმა ღიად გამოხატა თავისი მხარდაჭერა, რათა ჩინურ ბაზარზე მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს. „ბატონი ჭუნ შანი არის ჩვენი ქვეყნის კარგი მეგობარი, კარგი პარტნიორი და დიდი წვლილი მიუძღვნის მას საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში. განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ინიცირებასა და გაფორმებაში," - განაცხადა საქართველოს ელჩმა ჩინეთში და აღნიშნა, რომ უკვე დღეს არსებული სავაჭრო სტატისტიკა ცხადყოფს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის რეალურად მოქმედებს.
(NS)
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)