|
2018-04-13 14:48:46, 1731 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრი ბათუმის საერთაშორისო ტრანსპორტის ფორუმზე მოიწვია
საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს დღეს საქართველოს პირველმავიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ლი სიაოპენმაშეხვედრაზე, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში შედგა. აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი პირველი მაღალი რანგის თანამდებობის პირია საქართველოდან, ვინც ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრსშეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტვირთბრუნვისგაზრდაში აღმოუჩენს მხარდაჭერას. ასევე განხილული იყო ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობის თანამშრომლობის მიმართულებები,განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა „სარტყელისა და გზის" გლობალური ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობაზე. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს გულთბილი დახვედრისადა ორმხრივად ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მან ჩინელი კოლეგა 2018 წლის სექტემბერში, ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისოსაზღვაო ფორუმზე მოიპატიჟა.
(NS)
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)