|
2018-04-13 14:41:40, 1437 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკი პერსონიფიცირებულ მომსახურებაზე გადადის
საქართველოს ბანკი საბანკო მომსახურების „მეტი ურთიერთობის“ მოდელის დანერგვის შემდგომ, მომსახურების ახალ - პერსონიფიცირებულ საფეხურზე გადადის. პერსონიფიცირებული მომსახურება მომხმარებლის ეპიცენტრში ყოფნას მოიაზრებს და ბანკის ახალი სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. პერსონიფიცირებული საბანკო მომსახურების მოდელის დანერგვასთან ერთად პერსონიფიცირებული გახდა ბანკის ლოგო. შესაბამისად, დღეიდან, მომხმარებელს საქართველოს ბანკის ლოგოს ადგილას სახელობითი ლოგო დახვდება. მობილბანკით (mBank), ინტერნეტბანკით (iBank), თვითმომსახურების ტერმინალით თუ სხვა ელექტრონული არხებით სარგებლობისას, ბანკის ლოგოტიპი შეიცვლება მომხმარებლის სახელობითი ლოგოტიპით. ასევე, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება სურვილისამებრ აიღოს პლასტიკური ბარათი ბანკის სახელობითი ლოგოტიპით. ამასთან, მომხმარებელი სურვილის შემთხვევაში საკუთარ სახელს დააფიქსირებს ზუსტად ისეთი ფორმულირებით, როგორც მას სურს. ამრიგად, ბანკის სახელობით ლოგოტიპზე აღნიშნული იქნება, მაგალითისთვის - „ნინის ბანკი“, „გოგას ბანკი“ და ა.შ. „საქართველოს ბანკი ყოველთვის გამოირჩეოდა საბანკო სფეროში მომსახურების ახალი სტანდარტების დანერგვით. ათწლეულზე მეტია ის ზრუნავს, მაქსიმალურად კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული გახადოს საბანკო მომსახურება. ბანკმა გასულ წელს დანერგა მომსახურების უახლესი მოდელი, რომელიც მომხმარებელთან კიდევ უფრო „მეტ ურთიერთობას“ გულისხმობს. დღევანდელი სიახლეც სწორედ ამ მიდგომის ნაწილია, რაც ჩვენი მომხმარებლის ეპიცენტრში ყოფნას და მომსახურების ინდივიდუალურ მიდგომას გულისხმობს. ჩვენ საქართველოს მასშტაბით 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ვემსახურებით. შესაბამისად, თითოეული მათგანის სურვილები და მიზნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ საქართველოს ბანკი გახდეს კიდევ უფრო მეტად პერსონიფიცირებული ბანკი თითოეული მომხმარებლის ჭრილში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ბანკი კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს და იმედი გვაქვს, მომხმარებლები ამ სიახლეებს პოზიტიურად მიიღებენ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
(R)
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)