19:32 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 11:44:37, 1470 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად,  სახალხო დამცველს ნინო  ლომჯარიას შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, კახა კახიშვილმა ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევა მიულოცა და  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული, ასევე, მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრმა ომბუდსმენთან შეხვედრისას იმ გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მსჯავრდებულების/ბრალდებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მინისტრმა ნინო ლომჯარიას პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული  და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მან აღნიშნა,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს პენიტენციური დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად  მოწყობა წარმოადგენს.

შეხვედრაზე, ასევე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს.

სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა, თუმცა აღნიშნა რომ არსებობს რიგი საკითხები, რომელთა მოგვარებაც სასურველია.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ომბუდსმენის აპარატთან თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და არსებული გამოწვევები ერთობლივი კონსულტაციის შედეგად პოზიტიურად გადაწყდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics