|
2018-04-12 18:10:49, 1540 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერმა „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის“ ახალი ინიციატივა გააჟღერა
„მინდა გითხრათ, რომ მთავრობა და ეკონომიკური გუნდი მუშაობს ძალიან აქტიურად, რათა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის კაპიტალში ინექციების წახალისება მოხდეს, ანუ ის პროექტები, რომლებიც იქნება კომერციულად სიცოცხლისუნარიანი და რომლებსაც კაპიტალის, ანუ თანამონაწილეობის ნაკლებობა ექნებათ. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი ტალღა," - ამ ახალი ინიციატივის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალგაზრდა ფერმერებთან და მეწარმეებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც პროექტის - „ახალგაზრდა მეწარმე" პრეზენტაციის ფარგლებში შედგა. „უფრო კონკრეტულად ვგულისხმობ შემდეგს - როდესაც დამწყები მეწარმე ან მცირე მეწარმე მივა კომერციულ ბანკში, მისი პროექტი იქნება განხილული საკრედიტო დეპარტამენტის მიერ და იგი მიიღებს პროექტის მოწონებას, მაგრამ მას არ ექნება საკმარისი თანამონაწილეობა, ანუ კაპიტალი, ამ წინაპირობით მას ექნება უკვე უფლება, რომ მიმართოს ამ პროგრამას. საუბარია იმაზე, რომ პროექტი კარგია იმ პირობით, რომ თანამონაწილეობა უნდა იყოს ამდენი... ვისაც ბანკთან გქონიათ ურთიერთობა, მგონი ყველასთვის გასაგებია რაზეც ვსაუბრობ. რათქმაუნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ისეთ მეწარმეს, რომელსაც საერთოდ არ ექნება თანამონაწილეობა და ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ, რომ პროექტმა ასეთი მეწარმეები დააფინანსოს. საუბარია იმაზე, რომ თანამონაწილეობა, ანუ არსებული კაპიტალი კომპანიას არ აძლევს საშუალებას, აიღოს ის საბანკო დაფინანსება, რომელიც მას საშუალებას მისცემს განახორციელოს ესა თუ ის პროექტი. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო კონკრეტული პრიორიტეტებით ჩაერევა და გააკეთებს ინექციას კაპიტალში იმისათვის, რომ პროექტის დაფინანსება შესაძლებელი გახადოს კომერციული საბანკო სექტორის მიერ. ეს არის ძალიან ზოგადად. პროგრამის დიზაინი და საბიუჯეტო მოცულობა დგინდება. იქ არის კიდევ პრიორიტეტები, თუ რა მიმართულებებს აირჩევს სახელმწიფო, რომ კონკრეტულად იმ მიმართულებებით მოახდინოს წახალისება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი პროექტი იმ პროექტებს შორის, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ უდიდესი საჭიროებაა დღეს ქვეყანაში - არსებობს სიმრავლე ჯანსაღი პროექტების, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო ძალიან წარმატებული ახალი პროექტი და სადაც თანამონაწილეობის ნაკლებობის გამო პროექტები პრაქტიკულად „იბრაკება" კომერციული საბანკო სექტორის მიერ. ამიტომ ასეთ პროექტებს პრიორიტეტული მიმართულებებით სახელმწიფო წაახალისებს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი საპარტნიორო ფონდთან ერთად აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. ჩვენი პროექტების ერთობლიობა ქმნის იმ გარემოს, იმ ეკოსისტემას, რომელშიც ახალგაზრდა, ფაქტიურად, ყველანაირად იქნება წახალისებული და ყველა პირობა იქნება შექმნილი, რომ გახდეს არა დასაქმებული, არამედ დამსაქმებელი,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)