19:32 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 17:49:33, 1604 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო პარიზში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო  სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში იმყოფება, სადაც ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი ( EASL) მიმდინარეობს. 

კონგრესში მონაწილეობას მინისტრთან ერთად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები იღებენ.  
EASL-CDC  (ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი-დაავადებათა კონტროლის ცენტრის) ერთობლივი სიმპოზიუმი   დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის, მოვლისა და მკურნალობის სერვისების  დეცენტრალიზაციას ეძღვნება.

საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგებისა და პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი დეცენტრალიზაციის შესახებ სიმპიზიუმზე მოხსენებით  მინისტრი დავით სერგეენკო გამოვიდა. 

„მოხარული ვარ, რომ ვესწრები ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას და მაქვს შესაძლებლობა, გაგიზიაროთ საქართველოში მიმდინარე პროგრამიდან დაგროვილი გამოცდილება და შეხედულებები, თუ როგორ უნდა ვმართოთ არსებული გამოწვევები და მივაღწიოთ ისეთ ამბიციურ მიზანს, როგორიც C ჰეპატიტის ელიმინაციაა. ჩვენ უკვე მეხუთედ ვხვდებით ამ კონგრესზე, მახსოვს პირველი შეხვედრდა 2014 წელს, როდესაც ჯერ მხოლოდ განვიხილავდით პროგრამის პირველად მონახაზს. აქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სჯეროდათ ამ ამბიციური მიზნების განხორციელების. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

გუშინ კი კონგრესის ფარგლებში გაიმართა  სამუშაო შეხვედრა, რომელიც მთლიანად  საქართველოს მიეძღვნა. ქართულმა დელეგაციამ საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებას  წარუდგინა  საქართველოში მიმდინარე  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის შედეგები. აღინიშნა იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც საქართველომ სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მიაღწია.  პროგრამამ საერთაშორისო ექსპერტებისა და პარტნიორების მხრიდან  მორიგი პოზიტიური შეფასება მიიღო.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics