10:58 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 15:57:55, 1719 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: Freedom House-ის შეფასება უკიდურესად არაობიექტურია

Freedom House-ი კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში არაობიექტურია. 

„2012 წლის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში მოვიდა, მართალია, მას შემდეგ რამდენიმე პრემიერი შეიცვალა, მაგრამ მთავარი ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა, არის დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხში აყვანა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო სექტორი, მედიათავისუფლების სრულიად სხვა დონე, ადამიანის უფლებების მიმართულებაში თვისობრივად განსხვავებული სიტუაცია... მარტო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2010-2011 წლებში, წელიწადში 350-დან 400-მდე საჩივარი შედიოდა, ხოლო, 2017 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 70-ს ქვემოთ არის, რაც, ჩემი აზრით, უდიდესი პროგრესია. რა თქმა უნდა, ეს არ არის თვითკმაყოფილების საბაბი და ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისათვის, რომ მართლაც ევროპული დემოკრატია შევქმნათ. შესაბამისად, Freedom House-ის შეფასება არის უკიდურესად არაობიექტური, ეყრდნობა აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციას და ვფიქრობ, Freedom House-ი კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით. ვუერთდები ირაკლი კობახიძის შეფასებებს ამ საკითხზე“,- განაცხადა კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელმა კირცხალიამ, მორიგი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და ქვეყნის საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics