08:24 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 15:54:53, 2031 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: სირიაზე დარტყმა შეიძლება მოხდეს ძალიან მალე, ან არც თუ ისე მალე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონმა შესაძლოა, სირიაზე სარაკეტო დარტყმა უახლოეს მომავალში განახორციელოს.

შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„არასოდეს მითქვამს თუ როდის განხორციელდება დარტყმა სირიაზე. ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მალე, ან არც თუ ისე მალე. ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკამ ჩემი მმართველობის პერიოდში რეგიონის "ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებაზე კარგად იმუშავა. სად არის თქვნი - "მადლობა, ამერიკა" ?“, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთი გააფრთხილა. მან აღნიშნა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.

"რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, რადგან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი (საუბარია ბაშარ ასადზე), რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს", - დაწერა ტრამპმა.

მანამდე 10 აპრილს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ამერიკის პასუხი 48 საათის განმავლობაში გახდებოდა ცნობილი.

შეგახსენებთ, 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics