2018-04-12 14:44:56, 1880 ნახვა
ეკონომიკა
ევროკავშირი საქართველოსთვის 45 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირმა ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად, საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
„ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოეყოს. ეს თანხა დაეხმარება საქართველოს ფინანსური საჭიროებები დაფაროს, ასევე ეკონომიკური სტაბილიზაციის და სტრუქტურული რეფორმების პროგრამები უზრუნველყოს", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისია საქართველოსთვის აღნიშნული დახმარების გაწევის ინიციატივით გასული წლის სექტემბერში გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან ეს უკვე მესამე დახმარებაა, რომელიც საქართველოს ევროკავშირმა გამოუყო.
ავტორი: ,