|
2018-04-12 13:43:11, 1480 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: Freedom House-ის დასკვნა არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში გვაქვს
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიში საქართველოში არსებულ რეალობას არ შეესაბამება: "მე ვიტყოდი, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის ერთ-ერთი მონაპოვარია დემოკრატიის მაღალი ხარისხის მიღწევა. ეს არის ადამიანთა უფლებების დაცვის მაღალი ხარისხი, მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება. ვფიქრობ, აღნიშნული დასკვნა არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში გვაქვს", - აღნიშნა ბახტაძემ. მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია მცირედით გაუარესდა, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მედიის თავისუფლების კუთხით საქართველომ 4.25 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2014-2017 წლებში - საქართველოს ქულა 4.00 იყო. "პოზიციის გაუარესება უკავშირდება საზოგადოებრივი მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ კი, რედაქციის პოლიტიზირებას, ასევე დამოუკიდებელ (კრიტიკულ) ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ზეწოლას, ასევე, პრო-სახელისუფლებო ტელეკომპანიების მფლობელებს შორის კონდოლიდაციას", - ნათქვამია ანგარიშშია. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის დანიშნვას უკავშირდება, არხზე პოლიტიკური გადაცემების დახურვა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ვასილ მაღლაფერიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ არხზე მუშაობდა. ამასთან, Freedom House-ში ამბობენ, რომ საერთო ჯამში საქართველოში პლურალისტური მედია გარემოა. ამას გარდა, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში 4,68 ქულა აქვს. წინა ანგარიშში საქართველოს 4.61 ქულა ჰქონდა, შესაბამისად, რეიტინგი 0,07-ით გაუარესდა. ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, საქართველოს შვიდიდან 3.75 ქულა აქვს მინიჭებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს დემოკრატიის განვითარების ტრაექტორია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, „სასამართლო დამოუკიდებლობა დაკავშირებულია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ინტერესებთან". გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, წელს საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობის მდგომარეობაც გაუარესდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)