20:35 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 15:01:43, 1454 ნახვა

საზოგადოება
„ჩემს წინააღმდეგ აგორდა შავი პიარი“ - თამაზ ელიზბარაშვილი თავშესაფრის დახურვის მიზეზებზე საუბრობს

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა Facebook-ში ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ძაღლების თავშესაფრის დახურვის მიზეზებზე საუბრობს.

როგორც ელიზბარაშვილი აცხადებს, შესაბამისი გადაწყვეტილება მან სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოხატული აგრესიის გამო მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობაში აგრესია სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, სადაც ჩანს, რომ თამაზ ელიზბარაშვილმა თანამშრომელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ელიზბარაშვილი თანამშრომელზე ძალადობას უარყოფს და ამბობს, რომ მას თავში „ემოციურად წამოუთაქა“, რადგან ეს უკანასკნელი ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა.

"სოციალურ ქსელში ჩემს მიმართ ძალიან დიდი შემოტევაა. უამრავი გინება გავრცელდა ჩემი ოჯახის მისამართით, რაც აუტანელია. მე გამოვაცხადე, ჩემი მობილურის ნომერი და ვთქვი, რომ თუ ვინმეს პრეტენზია აქვს შეუძლიათ დამირეკონ ან თავშესაფარში მოვიდნენ და იქ მნახონ. თუმცა, კლავიატურის ვირთხებმა გინება არჩიეს და მათ ვაჟკაცობა არ ჰყოფნით. ჩემს წინააღმდეგ აგორდა შავი პიარი. ბოროტი ძალა ცდილობს, რომ ჩვენს ქვეყანაში, თუ რამე სიკეთე გაჩნდა უნდათ ჩაახშონ. უნდათ ხელი ამაღებინონ იმ ქველმოქმედებაზე, რასაც ვაკეთებ. ამბობენ, რომ მე თაღლითი და აფერისტი ვარ. არასდროს არ მიმიღია გრანტი და დახმარება არც ერთი ორგანიზააციისგან და არც მთავრობისგან. ეს ცილისწამება თქვენთვის დაიტოვეთ, ყველაფერს ჩემი სახსრებით ვაკეთებ. ის, რომ მე ემოციურ ფონზე თანამშრომელს წამოვარტყი, არავინ იკითხა მიზეზი. საქმე ეხებოდა ძაღლს, რომელიც ვიღაც ცუდმა ადამიანმა დატოვა, ჯაჭვით მიბმული აღმაშენებლის მოედანზე. ჩვენთან შემოვიდა ზარი და მივედი ადგილას. დავურეკე ჩემს სამაშველო ბრიგადას და ავუხსენი სიტუაცია. მთელი აღჭურვილობით უნდა წამოსულიყვნენ, მათ შორის ჯაჭვის გადასაჭრელი მაკრატლით. მოვიდა ჯგუფი და ვნახე, რომ ბადრი იყო ნასვამი, არც აღჭურვილობა ჰქონდა წამოღებული. წარმოიდგინეთ, მაშველი, ნასვამ მდგომარეობაში. როდესაც საყვედური ვუთხარი, თუ რატომ იყო ნასვამი, პასუხად მივიღე - "როგორი ხოშიც მაქვს ისე ვივლიო". ასე არ გამოვიდოდა საქმე და ამოციურ ფონზე წავუთაქე თავში. რა თქმა უნდა ადამიანმა ემოციები უნდა მოთოკოს, თუმცა ხანდახან ამის გაკეთება ძნელია. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ვერ მოთოკა ემოციება, ნანახი მაქვს, როგორ ურტყავენ ერთამენთს პარლამენტარები. ბადრი მარტო ჩემი თანამშრომელი არაა, ის ჩემი მეგობარია და ბავშობიდან ერთად მოვდივართ. რა ვუყო, რომ მიდრეკილება აქვს სასმელისადმი. ბუნებრივია, რომ ყველაფერს  ვაკეთებ, რომ გადავაჩვიო. თუმცა ბოროტი ადამიანების ჯგუფმა მხოლოდ 3 წუთიანი ვიდეო ამოჭრა და გაავრცელა", - განაცხადა ელიზბარაშვილმა და დასძინა, რომ არც ერთ თანამშრომელს ცუდად არ ექცევა.

"თავშესაფარს ვხურავ, ამის შესახებ ბევრ ჟურნალისტს ვუთხარი. აწი თავში ქვა გიხლიათ. ვფიქრობ ამაზე. რამდენიმე ადამიანმა დამირეკა და გამამხნევა, ახლა არ ვიცი რა ვქნა. ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება, არ ნიშნავს, რომ მე ყველა ძაღლს მოვკლავ ან რამე ცუდს ვუზამ, უბრალოდ ყველა ძაღლს, რომელიც თავშესაფარში არის, მე ისევ ქუჩაში გავუშვებ", - აღნიშნა თამაზ ელიზბარაშვილმა.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics