18:33 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 12:47:50, 1511 ნახვა

საზოგადოება
Freedom House: საქართველოში არალიბერალური მოძრაობის ორგანიზებული აქციები გახშირდა

სამოქალაქო საზოგადოებამ საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა,  – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშშია აღნიშნული.

„არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო ათი წელია, ბევრ რამეს აკეთებენ პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, მიუხედავად არაერთი პრობლემისა, რომელსაც ეს სექტორი აწყდება. გამოიკვეთა, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში დიდი როლი სწორედ სამოქალაქო საზოგადოებამ ითამაშა. სწორედ სამოქალაქო საზოგადოებამ მოახდინა გავლენა 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ პროცესზე და შემდგომ, 2012 წელს, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არჩევნების გზით კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა. სამოქალაო საზოგადოების ერთ-ერთ ძლიერ ელემენტად NGO-ები გახდნენ, რომლებიც პოლიტიკურ პროცესში აქტიურად არიან ჩართული. აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზებია ფინანსდებიან გრანტებით და მათ არ აფინანსებს ბიზნეს-სექტორი ან კერძო პირები. მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს 2017 წელს განვითარებულ მოვლენებშიც. ორგანიზაციებმა ბევრი კრიტიკული განცხადებაც გააკეთეს. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი აქტორები არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად სტუდენტები და ახალგაზრდა თაობაა. 2017 წელს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით საქართველოში მასშტაბური აქცია გაიმართა, როდესაც რეპჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრები დააპატიმრეს. მათ ბრალად ედებოდათ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. საპროტესტო აქციებმა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით იყო ორგანიზებული, მთავრობაზე ზეწოლა მოახდინა და ისინი გაათავისუფლეს. ამ კუთხით ყველაზე აქტიური მოძრაობებია „თეთრი ხმაურის მოძრაობა“, ასევე „პარტიზანი მებაღეები“, „იარე ფეხით“ და „მწვანე მუშტი“, რომლებიც გარემოსდაცვითი მიმართულებით იბრძვიან. ასევე, აღსანიშნავია „აუდიტორია 115“ – სტუდენტების მიერ დაფუძნებული მოძრაობა, რომელიც ელიტური კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გახშირდა არალიბერალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციები.

"2017 წლის ივლისში ულტრანაციონალისტურმა მოძრაობამ - "ქართული მარში" დემონსტრაცია გამართა. "ქართული მარში" საკუთარ თავს არალეგალური მიგრაციისა და უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ მებრძოლ მოძრაობას უწოდებს. თუმცა, სოციალურ ქსელში მოძრაობის წევრებმა ახალგაზრდა ქალის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი პოსტები გაავრცელეს. ისინი მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ქალს ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ. ამ ფაქტმა „ქართული მარშის“ დისკრედიტაცია მოახდინა, რასაც ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან კონტრაქციები მოჰყვა. საქართველოში ერთ-ერთი გამოწვევაა ჰომოფობიური განწყობა. ამის მაგალითია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანის მიერ მკლავზე შებმული ცისარტყელის ფერების სამკლავური, რასაც ქართულ საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი ამ ჟესტის გამო მის გადადგომას ითხოვდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics