07:07 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 10:46:58, 1753 ნახვა

სამართალი
არასამთავრობოები ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის რასიზმის მუხლით გამოძიებას ითხოვენ

ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ  საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს საგანგებო განცხადებით მიმართა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გამოხატავენ შეშფოთებას ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გაძლიერებული ულტრანაციონალისტური, ქსენოფობიური და რასისტული პროპაგანდის, მისი მეშვეობით მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების მობილიზების მიმართ სახელმწიფო ორგანოების უყურადღებობის გამო.

„ამასთან დაკავშირებით მთავრობას შეახსენეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გაამახვილოს ყურადღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა „პირთა მიღების (ადმისიის) წესები და მიღებულ პირთა უფლებები და სტატუსი, კანონიერად მცხოვრებ არამოქალაქეთა მიმართ სამართლიანი მოპყრობა და ინტეგრაცია, განათლება და ტრეინინგი; და რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები".

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები 8 აპრილს ქ.თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინცინდენტს რასიზმის უხეშ გამოვლინებად აფასებენ და მოითხოვენ, საქმე წარიმართოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142(1) მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესები და შედეგები იყოს მაქსიმალურად საჯარო“,-აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics