18:33 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 10:10:49, 1320 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელება დაიწყო

თბილისის მერის კახა კალაძის დავალების შესაბამისად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დედაქალაქში საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელება რუსთაველის გამზირიდან დაიწყო.

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი.

 „სამუშაოების ფარგლებში მოხდება არსებული ხეების გასხვლა, ბუჩქებისა და მცენარეების დეკორატიული ფორმირება და მწვანე საფარის განახლება. ამავე დროს, უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები ჩატარდება თარგების, გზების მორეცხვისა და დასუფთავების თვალსაზრისით, რაც, სამწუხაროდ, წლებია ჩვენს დედაქალაქში არ მომხდარა. დავიწყეთ რუსთაველის გამზირიდან, დავფარავთ ყველა ცენტრალურ ქუჩას და რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში მუშაობა ბაღებსა და სკვერებში გაგრძელდება“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის განცხადებით, სამუშაოების ფარგლებში ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, ხე-მცენარეებისა და ბუჩქების ჩანაცვლება, აღწერა, დეკორატიული ფორმირება, სარწყავი სისტემის მოწესრიგება, მწვანე ზედაპირის (ბალახის) აღწერა, ბალახის დარგვა, ხე-მცენარეების ჩანაცვლება და ქუჩების დასუფთავებაა დაგეგმილი.

 „აღნიშნული ღონისძიება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებში, გარდა რუსთაველის გამზირისა, სამუშაოები მელიქიშვილის გამზირზე, კოსტავას ქუჩაზე, ჭავჭავაძის გამზირზე, თამარაშვილის გამზირსა და მარშალ გელოვანის გამზირზე ჩატარდება. პარალელურად დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები, რომელიც ბალახის საფარის გამოცვლას, არსებული დაზიანებული ხე - მცენარეებისა და ბუჩქების ჩანაცვლებას და ზოგადად ამ ქუჩებზე არსებული მწვანე თარგების მოწესრიგებას გულისხმობს“, - გიგა გიგაშვილმა.

სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან ერთად , შპს ,,ეკო სერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics