|
2018-04-10 18:42:18, 1614 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის განახლებული კინოდარბაზი გაიხსნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის განახლებული კინოდარბაზი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 10 აპრილს საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ეროვნული კინოცენტრის, „კინემატოგრაფისტთა კავშირის", „ქართული ფილმის" წარმომადგენლები, სხვადასხვა თაობის ქართველი კინორეჟისორები, კინოკრიტიკოსები, კინოს სფეროს მოღვაწეები, „პიონერფილმის" პედაგოგები და მოსწავლეები, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების კინოხელოვნების მიმართულების სტუდენტები. ღონისძიების მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის თხოვნით წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი მინდელის მაღაროში დაღუპულთა ხსოვნას. კინოდარბაზის განახლება ეროვნულ არქივში დაცული მასალების საზოგადოებისთვის გასაცნობად იუსტიციის მინისტრის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია; 2016 წლის ივლისში გაიხსნა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი, რომელშიც დამთვალიერებელი არქივის მრავალფეროვან და უნიკალურ მასალას სხვადასხვა გამოფენაზე ეცნობა. კინოდარბაზი გაიხსნა 1934-1935 წლებში გადაღებული ერთ-ერთი პირველი ანიმაციური ფილმით „არგონავტები - კოლხიდა". ფილმის ავტორია ლადო მუჯირი, მხატვარი - ლადო გუდიაშვილი, კომპოზიტორი - შალვა აზმაიფარაშვილი. 140 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კინოდარბაზი საქართველოში იქნება ერთადერთი კინოთეატრი, სადაც ფილმის პროექცია კინოფირიდანაც იქნება შესაძლებელი; განახლებულ კინოდარბაზში ციფრულ აპარატურასთან ერთად დამონტაჟდა პროექტორი, რომელიც კინოფირზე გადაღებული ფილმების მაქსიმალური ხარისხით ჩვენებას უზრუნველყოფს. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო დარბაზის აუდიო და აკუსტიკური სისტემაც. კინოდარბაზის გახსნისას ფოიეში გამოიფინა თვითნასწავლი მოქანდაკის, ონელი ზაურ გამყრელიძის, ნამუშევრები. ახალგაზრდა ხელოვანი 14 წლის ასაკიდან პლასტილინით ძერწავს შინაარსით გამორჩეულ ექსპონატებს. კინოდარბაზის გახსნის შემდეგ სტუმრებმა გადაინაცვლეს ეროვნული არქივის კინოდარბაზში, სადაც წარმოდგენილი იყო გამოფენა „ქართული კინო ფოტოებში". ექსპოზიცია მოიცავს ქართული მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნების უნიკალურ ფოტოებს, რომლებიც ასახავს არამხოლოდ ფილმის კადრებს, არამედ გადაღების პროცესს. გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა კინოდარბაზის სახელის საკუთარი ვერსიები წარმოადგინეს, რომელთაგან ერთ-ერთი შეირჩევა და დარბაზს დაერქმევა. კინოდარბაზი ეროვნული არქივის შენობაში 1970-იანი წლების ბოლოდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე მოქმედებდა. იმ პერიოდში მისი ძირითადი დანიშნულება თემატური კინოსეანსების გამართვა იყო. ტექნიკური პრობლემების გამო კინოდარბაზს ფუნქცია 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაკარგული და დოკუმენტების საცავად იყენებდნენ. საქართველოს მასშტაბით ეროვნული არქივი დოკუმენტური ფილმებისა და კინოჟურნალების ყველაზე დიდი საცავია. აქ დაცულია 5252 დოკუმენტური ფილმი, 3194 კინოჟურნალი, 1032 კინოსიუჟეტი, 111 მხატვრული და 38 ანიმაციური ფილმი. კინოდარბაზის გახსნის შემდეგ ეროვნული არქივი მოაწყობს საარქივო ფილმების ფესტივალებს, რეტროსპექტივებსა და თემატურ ჩვენებებს, რითაც საზოგადოება უმდიდრეს ფილმსაცავს გაეცნობა.
(NS)
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)