18:33 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 17:18:46, 1747 ნახვა

საზოგადოება
ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, ამხანაგური მატჩი 14 აპრილს გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა.

როგორც ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აფრიკელ სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შორის ამხანაგური მატჩი 14 აპრილს ჩატარდება.

 „თამაში ყველასთვის - Equal Game“ - ამ სლოგანით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად, როგორც სანაკრებო, აგრეთვე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს და ტურნირებს პერიოდულად ატარებს. ამასთან, არაერთი სოციალური აქტივობა გასულ და მიმდინარე წელს, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში განხორციელდა. ფეხბურთი,როგორც სოციალური მოვლენა ყველა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მთავარი გზავნილი როგორც მოედანზე,აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ, არის თანასწორობა,რომელიც საზოგადოების ერთიანობის ერთგვარი სიმბოლოა. მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო, ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება. ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18:00 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს ისიამოვნოს ფეხბურთით", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი შეაფასა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს იმავე მოედანზე ამხანაგური მატჩის გამართვა სთხოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics