22:21 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 10:53:05, 1368 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: კერძო სექტორთან კომუნიკაციის მიზნით, შევქმენით ინვესტორთა საბჭო, რომლის დანერგვას ყველა ქვეყნის მთავრობას ვურჩევ

პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმზე გამართულ პანელში მიიღო მონაწილეობა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა პანელზე გამოსვლისას აღნიშნა, თუ კერძო სექტორთან სათანადო კომუნიკაცია არ გაქვს, თუ მათგან ჯეროვანი უკუკავშირი არ გაქვს და თუ არ მიჰყვები კერძო სექტორს, ვერ იქნები წარმატებული.

დიმიტრი ქუმსიშვილმა პანელის მონაწილეებს საქართველოში ინვესტორთა საბჭოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა აღნიშნა, რომ კერძო სექტორთან კომუნიკაციისა და დიალოგის მიზნით ქვეყანაში ინვესტორთა საბჭო შეიქმნა, რომელიც აერთიანებს ყველა ბიზნეს ასოციაციას, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციას და ეკონომიკურ ბლოკს.

„საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და ბიზნესის ხმა მკაფიოდ და ძლიერად ისმის. ჩვენ პერმანენტული შეხვედრები გვაქვს, რომლის დროსაც ყველა ბიზნეს ასოციაციას აქვს შესაძლებლობა ისაუბროს და წარმოადგინოს ყველა ის პრობლემა, თუკი რამე აქვს კერძო სექტორს. და მინდა გითხრათ, რომ არცერთ მინისტრს არ უნდა ამ პრობლემების ორჯერ მოსმენა. ამიტომ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან კარგი და ძალიან ეფექტიანი პლატფორმა , რომლის დანერგვასაც ყველა ქვეყნის მთავრობას ვურჩევ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics