|
2018-04-07 12:22:42, 1478 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე ევროკომისიისა და FRONTEX-ის დელეგაციას შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატისა და ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) დელეგაციას შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ნინო ჯავახაძემ სტუმრებს სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნო, რომლებიც საერთაშორისო სამართალდაცვით თანამშრომლობას, ასევე, უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკის შემცირების მიზნით ჩატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს დეტალურად გააცნეს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადების მართვის და სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული სპეციფიკა. შეხვედრაზე მხარეებმა მგზავრთა მიმოსვლის კუთხით არსებულ დინამიკაზეც ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მოინახულეს და მგზავრთა მიმოსვლის მიმართულებით არსებულ პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.
(NS)
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)