14:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 19:11:53, 1320 ნახვა

საზოგადოება
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროგრესზე საუბრობს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში იმ დადებით ტენდენციებზეა საუბარი, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით ქვეყანაში არსებობს.

„ანგარიშში დადებითადაა შეფასებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულების საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის შექმნა, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან დაინერგა. მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველოში გაუმჯობესდა გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის საკითხები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: პოლიციის მიერ ძალის გადამეტება, არასათანადო მოპყრობა (მათ შორის, წინასწარი დაკავების იზოლატორებში); ამასთან, უზრუნველყო დაზარალებულთა ჩართულობა სამართლებრივ პროცესში.

ამასთანავე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ანგარიშში აღნიშნავს იმ ძირითად მიღწევებს, რაც ეხება საქართველოს მიმართ საბოლოო რეზოლუციებით დახურულ საქმეებს. კერძოდ, სასამართლოს მანდატურის მიერ პირის დაკავებისას განჭვრეტადი მექანიზმის დანერგვას; საქმის საჯარო განხილვა უკეთ არის გარანტირებული და მხარეთა თანასწორობის პრინციპი დაცულია. ანგარიშის მიხედვით, კანონმდებლობით უზრუნველყოფილია უკანონო პატიმრობის გასაჩივრებისა და კომპენსაციის მიღების უფლება. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები  საბჭოთა ეპოქის რეპრესიების მსხვერპლთათვის კომპენსაციას ითვალისწინებს.

მინისტრთა კომიტეტი დადებითად აფასებს, აგრეთვე, საარჩევნო უფლებების რეალიზაციის კუთხით ქვეყანაში მოქმედ მექანიზმებს.

დოკუმენტის თანახმად, 2017 წელს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მიმართ აღსრულების ზედამხედველობა 13 საქმეზე დახურა, რაც შარშანდელ მონაცემზე ორჯერ მეტია“,-ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics