14:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 14:50:17, 1614 ნახვა

საზოგადოება
მინდელის შახტაში დაშავებული ერთ-ერთი მაღაროელი მომხდარის დეტალებს იხსენებს

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დაშავებული ერთ-ერთი მაღაროელი, მურმან აშოთია, ტრაგედიის დეტალებს იხსენებს.

„მე ვიყავი უბნის შესასვლელში, ვიჯექი კონვეიერზე, ნახშირს ვუშვებდით. სახეში მომხვდა ჰაერის წნევა, ძლიერი. გავიხედე საიდანაც მოდიოდა წნევა, მხედველობა აღარ იყო იქით. უცებ, წამებში შემოვტრიალდი, ჰაერის ტალღა რომ მომხვდა მიმახეთქა კიბეზე, ასასვლელზე. გონება არ დამიკარგავს და ვეცადე ძირს ჩავსულიყავი და რომ დავაპირე ჩასვლა ჰაერმა ჩამაგდო შიგნით, მე მარტო ვიყავი იმ ადგილზე. ძირს ბიჭი მეგულებოდა ერთი. მემგონი სადაც ნახშირი გამოდის იმისი ჭერი ჩამოვარდა, დიდი სივრცე ჰქონდა და იმან გამოიწვია ჰაერის ზლიერი წნევა", - განაცხადა დაზარალებულემა „ქრონიკის“ ეთერში.

წინასწარი ინფორმაციით, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა," (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი. დაშავებული სამი ადამიანი კი გადაყვანილია ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics