|
2018-04-05 12:51:49, 1407 ნახვა
საზოგადოება
„ELSA“-ს სტუდენტების პრაქტიკა სანოტარო სამართალში იწყება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პრაქტიკის გავლის მსურველთა შერჩევას იწყებს. პროფესიული ტესტირება ნოტარიუსის პროფესიით დაინტერესებულებმა უკვე გაიარეს. საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები სანოტარო ბიუროებში გადანაწილდებიან და ნოტარიუსის საქმიანობის პრაქტიკულ ნაწილს გაეცნობიან. ნოტარიუსთა პალატის სტუდენტურ წრეებთან თანამშრომლობის მიზანი მათთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს პროფესიული საქმიანობის არჩევაში დაეხმარებათ. ნოტარიატის სისტემას კი საშუალებას მისცემს მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები. მემორანდუმი „ELSA“-სა და ნოტარიუსთა პალატას შორის მარტში გაფორმდა. დოკუმენტი სტუდენტებისათვის სალექციო და პრაქტიკულ კურსს ითვალისწინებს. სტუდენტური პროექტების ინიცირება ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პალატის წარმომადგენლები ხშირად მართავენ საჯარო ლექციებს, აწყობენ შეხვედრებს სტუდენტებთან, ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას. პროექტის - „პროფესია ნოტარიუსის“ ფარგლებში ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე და გამგეობის წევრები უკვე შეხვდნენ ახალგაზრდა იურისტებს „მაცნეს კლუბში“, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბათუმის, თელავისა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ნოტარიუსის პროფესიით დაინტერესებულებისათვის პალატაში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, რომელიც ახალგაზრდა ნოტარიუსების პროფესიულ ზრდაზეა ორიენტირებული. ასევე, მოქმედებს სტაჟირების კურსები ნოტარიუსთა თანაშემწეთათვის. ინტენსიური თეორიული სწავლებისა და სანოტარო ბიუროებში პრაქტიკის შემდეგ, წარმატებული თანაშემწის კანდიდატები სანოტარო ბიუროებში საქმდებიან.
(NS)
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)