2018-04-05 11:29:43, 1665 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი ტყიბულის ტრაგედიაზე: ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ოჯახებს მაქსიმალურად დავეხმაროთ
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
როგორც ქუმსიშვილმა ტყიბულში ჟურნალისტებ განუცხადა, წინასწარი ინფომრაციით, შახთაში სამთო დარტყმა მოხდა.
""მინდელის" სახელობის შახტაში, მე-10 გვირაბში 6 ადამინი დაიღუპა. ეს იყო სამთო დარტყმა, როგორც ამას სპეციალისტები ამ დროისთვის ამბობენ. 3 ადამიანი არის საავადმყოფოში გადაყვანილი. პირველ რიგში მინდა გარდაცვლილების ოჯახის წევრებს სამძმარი გამოვუცხადა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რათა გარდაცვლილების და დაშავებულების ოჯახებს მაქსიმალურად დავეხმაროთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ავტორი: ,