12:29 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 10:46:05, 1682 ნახვა

სამართალი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივმა სამართალდამრღვევმა,  სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან - სიონის სატყეო უბანზე, უკანონოდ მოიპოვა 7 მ3-მდე წიფელისა და რცხილის სახეობის საშეშე მერქანი.  სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, მაღალი გამავლობის ავტომანქანა დაილუქა.  მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.

ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

           

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics