22:20 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 16:18:28, 1555 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: ახალი ინიციატივების შედეგად, წავახალისებთ მეწარმეობას, შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს

ჩვენი ახალი ინიციატივების შედეგად, წავახალისებთ ქვეყანაში მეწარმეობას, შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს, გავამარტივებთ საგადასახადო ადმინისტრირებას - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა ახალ საგადასახადო ინიციატივებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ინიციატივების შედეგად, ჩაიყრება მნიშვნელოვანი საფუძველი, რათა კიდევ უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნას მოზიდულ ეროვნულ ეკონომიკაში. 

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტები არის ნოვატორული ხასიათის და შესაბამისად, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ასეთი მაღალი დონის საგადასახადო სიმარტივეს შეთავაზებს გადასახადის გადამხდელებს. თითოეული ჩვენი ინიციატივის უკან, დგას ერთი მთავარი მიზანი: საქართველოში დავამარცხოთ სიღარიბე და მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას,  რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics