12:31 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 14:53:40, 1137 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივი პროცედურით, საბუთებში რეალური დაბადების ადგილი მიუთითონ

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივი პროცედურით,  საბუთებში რეალური  დაბადების ადგილი მიუთითონ.

აღნიშნულს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს.

კერძოდ, თეა წულუკიანის განმარტებით, 1971-დან 1996 წლამდე დაბადებულ პირებს, დაბადების ადგილის მითითებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ექმნებათ.

მინისტრის თქმით,  ამ პერიოდში არსებული რეგულაციის თანახმად, მშობლებს შეეძლოთ დაბადების ადგილი სურვილის მიხედვით მიეთითებინათ.

საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, პირებს შესაძლებლობა ექნებათ,  დოკუმენტაციებში რეალური დაბადების ადგილი მიუთითონ:

„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მივიღეთ ცვლილება იმ პირებისთვის, ვინც დაბადებულია 1971-დან 1996 წლამდე, როდესაც მოქმედებდა რეგულაცია - მშობლების გადაწყვეტილება იყო თავისუფალი, მიუთითებდა შვილის დაბადების ადგილად რეალური დაბადების ადგილს, თუ მშობლების ფაქტობრივ საცხოვრებელს, როგორც დაბადების ადგილს. ხშირად ჩვენ პრაქტიკაში შეგვქმნია პრობლემა, როდესაც მოდიან პირები და სხვადასხვა დოკუმენტაციაში ამის გამო აქვთ 2 სხვადასხვა დაბადების ადგილი. იმ ცვლილებით, რაც მთავრობამ გაიზიარა, ასეთ პირებს შეიძლება სიმშვიდის საფუძველი ჰქონდეთ, რადგან ისინი საბუთებს უფრო მარტივად გაასწორებენ და თუ მათი სურვილია რეალური დაბადების ადგილი ფიგურირებდეს დოკუმენტებში, ამის შესაძლებლობა იქნება და ისინი არ გააგრძელებენ ცხოვრებას იმ დაბადების ადგილით, რომელიც მათი რეალური დაბადების ადგილი არ არის  და არის მათი დაბადების მომენტში მათი მშობლების მისამართი რეალურად“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics