14:56 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 12:34:01, 1462 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა 64 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ", რომლის თანახმადაც სულ 64 პირია შეწყალებული.

ამის შესახებ ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა.

„დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 64 მსჯავრდებული, აქედან 3 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანია. შეწყალების კომისიამ, რომელიც 28-29 მარტს მუშაობდა, სულ 335 პირის საქმე განიხილა და პრეზიდენტს საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდა.

შეწყალებულთაგან 41 მსჯავრდებული, მათ შორის 1 ქალბატონი, დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას; დანარჩენ 23 მსჯავრდებულს კი, რომელთაგან 2 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანია, შეწყალების აქტით სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი", - განაცხადა ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა საქართველოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics