|
2018-04-04 10:27:28, 1231 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა დასუფთავების აქცია მოაწყო
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციაში ცენტრის თანამშრომლები და „ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცოდნის თბილისის კლუბის“ (SKYE კლუბი) წევრები ჩაერთვნენ. აქციის მონაწილეებმა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან დაასუფთავეს. აქციის დასრულების შემდეგ თბილისის კლუბის წევრებმა თავის მხრივ მონაწილეობის მისაღებად ხუთი ქალაქის კლუბების წევრები გამოიწვიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ანალოგიური აქციები თვის ბოლომდე ჩატარდება თელავში, ლაგოდეხში, გორში, რუსთავსა და ბათუმში. აქციის მიზანი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გარემოს დასუფთავება, გარემოზე ზრუნვა იყო. აქციას ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი შეუერთდა. „ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცოდნის კლუბი“ (SKYE კლუბი) იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და World Vision საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი პროგრამაა, რომელიც პილოტურ რეჟიმში 6 ქალაქში მიმდინარეობს. მისი მიზანია ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. კლუბის წევრებს ლიდერების ხელმძღვანელობით მცირე დაფინანსების ფარგლებში, თემის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებლობა აქვთ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი. კლუბების წევრები სასწავლო კურსს (თეორია/პრაქტიკა) ოთხი ძირითადი მიმართულებით გადიან: ლიდერობა, აქტიური მოქალაქეობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა. ჯამში, ექვსივე ქალაქის კლუბში, მოხალისეობრივ საწყისებზე 15 ლიდერი და 14-21 წლის 150-მდე ახალგაზრდაა ჩართული.
(NS)
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)