09:40 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 14:50:52, 1631 ნახვა

კომენტარი
ზარდიაშვილი: ბოდიში აქვს მოსახდელი ყველას, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და „ბახალას“ ნარკოტიკი ჩაუდეს

„ბოდიში აქვს ყველა იმ ადამიანს მოსახდელი ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ირაკლი ქორიძისა და გიორგი გიორგანაშვილის საქმეებს, რომლებიც ორგანიზებული ნარკოდანაშაულს ეხება.

მისივე თქმით, საქართველოში ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ ყოველთვის უმკაცრესი სასჯელები იქნება მზად:

„დაუმსახურებლად სასამართლოს ქვები და პოლიციას ტალახი ესროლეს. რეიტინგულ ტელეგადაცემებში სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებდნენ. შსს გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა დაახლოებით 10 000ადამიანის მოსაწამლი ნარკოტიკი შემოჰქონდათ  საქართველოში. სამწუხაროა, ასევე ასეთი ადამიანის შეწყალება მოხდა პრეზიდენტი მარგველაშვილის მხრიდან და საზოგადოება ელოდება პასუხს ამ საკითხზე, ეს იყო ერთეული  შეცდომა თუ მსგავს შეცდომებს კიდევ უნდა ველოდეთ შეწყალებისსაკითხებში.

„თეთრი ხმაური" და პლათფორმა, რომლებიც ნარკოპოლიტიკის პროცესში აქტიურად ცდილობს ჩართვას მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ დასაკითხები ობიექტურად შეაფასონ.

ქართულ საზოგადოებაში, სახელმწიფოში ნარკოტიკების გამსაღებლები ყოველთვის იქნებიან ეგრეთწოდებულ ბარიგებად მოხსენიებული და მათ მიმართ უმკაცრესი სასჯელები იქნება მზად“, - აღნიშნა  ვანო ზარდიაშვილმა.

ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ კატასტროფის მედიცინის დირექტორის შვილს ირაკლი ქორიძეს  აღკვეთის ღონისძიების  სახით, 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე „ბახალას“ კი ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის ახალი ბრალი, სავარაუდოდ, დღეს წარედგინება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გიორგი გიორგანაშვილი არის თანამზრახველი დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორის, ირაკლი ქორიძის,  რომელმაც დაგეგმა და ჯგუფის წევრებთან ერთად  ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics