11:36 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 14:35:37, 1218 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია ძირითადად მუსლიმი თემის მიმართ გამოვლინდა

სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია ძირითადად მუსლიმი თემის მიმართ გამოვლინდა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, მუსლიმი თემის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის და დისკრიმინაციის წამახალისებელი ფაქტები, მათ შორის, საქართველოს რიგ საჯარო სკოლებში ზოგადი განათლების უფლების რეალიზაციის დროს გამოვლინდა.

"ადგილი ჰქონდა მუსლიმ მოსწავლეთა რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შეზღუდვის, ასევე, სასკოლო განათლების პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა თუ იძულებითი ასიმილაციის მიზნით გამოყენების შემთხვევებს. ერთ-ერთი მსგავსი საქმე იყო ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტი, როდესაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მუსლიმ მოსწავლე გოგონას სკოლაში ჩარიცხვის სანაცვლოდ ჰიჯაბის მოხსნა მოსთხოვა", - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, ომბუდსმენის თქმით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას მუსლიმ პირებს ექმნებოდათ დაბრკოლებები: მათ სხვა პირებისგან განსხვავებით საზღვარზე აყოვნებდნენ, ინტერესდებოდნენ მათი მოგზაურობის მიზეზით, თურქეთის რესპუბლიკასთან კავშირითა და სხვა მუსლიმ პირებთან ურთიერთობებით; ასევე, აიძულებდნენ რელიგიური ლიტერატურის დათმობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
PSP-ს მხარადჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics