10:35 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-01 17:01:16, 1698 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ 15 წლის გიგი ანთაძეს მზიურის პარკში ჯიხური გადასცა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 15 წლის გიგი ანთაძეს მზიურის პარკში ჯიხური გადასცა, რომელშიც ის თავისი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებს. 

„გიგის მოვუწყვეთ პატარა სახლი მზიურში, რომ მან შეძლოს თავისი საქმიანობის წარმართვა და უახლოეს დღეებში ის შეუდგება საქმეს. მნიშვნელოვანია, რომ თვითონ გახარებული და კმაყოფილია და მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა წამოწყებაში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

ცერებრალური დამბლით დაავადებული მოზარდის საქმიანობით დედაქალაქის მერი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ გარე ვაჭრობის შესახებ დადგენილი რეგულაციები  გიგი ანთაძეს კომერციული საქმიანობის გაგრძელების უფლებას არ აძლევდა. 

ვინაიდან ბიჭუნამ დამოუკიდებლად დაიწყო ბიზნესი და მას საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს, დედაქალაქის მერმა გადაწყვიტა გიგი ანთაძეს დახმარებოდა და კანონის ფარგლებში მისთვის ბიზნესის გაგრძელების შესაძლებლობები შეექმნა. 

დღეიდან გიგი ანთაძე შეძლებს ფრეშ-წვენები და სხვადასხვა სახის პროდუქცია მზიურის პარკის სტუმრებს შესთავაზოს.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics