16:32 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 18:36:25, 435 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

თინათინ ხიდაშელი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

თავდაცვის მინისტრმა დღეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ლევენთ გურმუქჩუს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

თინათინ ხიდაშელმა თურქულ მხარეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ თურქეთი კვლავ გააგრძელებს აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაფართოებას, აღინიშნა თურქული მხარის წვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების განათლებაში.

შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯევდეთ იაშარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
კალაძე ცოტნე ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად ოპონენტებს მოღალატეებს ეძახის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics