|
2018-03-31 14:09:01, 2207 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთი კრემლს ლონდონში სავაჭრო მისიის დახურვით ემუქრება
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ოფიციალურ მოსკოვს ლონდონში, რუსეთის სავაჭრო მისიის დახურვით ემუქრება, - ამის შესახებ The Telegraph იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ბრიტანეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რუსეთის სავაჭრო მისია "შპიონების ბუდეა", ხოლო მისი ლიკვიდირება "განსახილველი საკითხების ნუსხაშია". კონფლიქტი ბრიტანეთსა და რუსეთს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერმა ტერეზა მეიმ ოფიციალური კრემლი, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამლვაში და ქიმიური იარაღის "ნოვიჩოკის" გამოყენებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ რუსეთმა ბრალდებები უარყო. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის ბრალდებებს "პოლიტიკური შოუ" უწოდა. აღნიშნული სკანდალის აგორების შემდეგ დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა ნატოს- და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოუცხადეს და რუსი დიპლომატები გააძევეს. ამ დროისთვის სულ 150-მდე რუსი დიპლომატია გაძევებული. საპასუხოდ, კრემლმა ამ დროისთვის 60 ქვეყნის დიპლომატის გაძევების განკარგულება გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)