22:52 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-31 10:42:55, 628 ნახვა

რეგიონი
კახეთში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილი საწარმო დაათვალიერეს

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფუტკრეობის საწარმო ახმეტის მუნიციპალიტეტში, - „შპს თაფლიკაცი“ რომელიც „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  დაათვალიერა.

„შპს თაფლიკაცი“  მეფუტკრეობის საწარმოში სეზონზე 25 000 სკის ჩარჩოს, 28 000 ცალ ფიჭას და 6 ტონა თაფლს აწარმოებენ.  საწარმოში 8 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული საწარმო 2014 წელს გაიხსნა. 

კომპანია პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 60 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან  30 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტს შეადგენს ხოლო 30 000 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 845-ზე მეტი მოქმედი და 170 ახალი საწარმო. კახეთის რეგიონში შექმნილია 55 ახალი საწარმო და გაფართოვდა 120 საწარმო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics