11:36 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-31 10:30:59, 1551 ნახვა

საზოგადოება
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული დღე აღინიშნა

30 მარტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ დღედ დაწესდა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ  მიულოცეს და გაწეული  საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საგამოძიებოს სამსახურის საქმიანობის მთავარ მიზანს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულთან ბრძოლა და მოქალაქის, ბიზნესსექტორის და სახელმწიფოს ინტერესების დაცვა წარმოადგენს.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.

 „ჩვენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გამოკვეთილი გვაქვს მუშაობის სამი პრინციპი. საგამოძიებო სამსახური უნდა სარგებლობდეს საზოგადოებრივი ნდობის მაღალი ხარისხით, უნდა იყოს პრინციპული კანონის უზენაესობის დაცვისა და ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის მიმართულებით და მესამე - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უნდა იყოს ბიზნესის დაცვის ეფექტური მექანიზმი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. 

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ ფინანსთა მინისტრს გააცნო 2017 წლის საქმიანობის ანგარიში. როგორც მან აღნიშნა, საგამოძიებო სამსახურმა ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, რაც საგამოძიებო უწყების თითოეული თანამშრომლის ეფექტური მუშაობის შედეგია.

 ღონისძიების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით და ვადამდელი წოდების მინიჭებით დააჯილდოვეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics