08:11 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 18:11:33, 2099 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: რაიმე გარიგება იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ქვეყნის წინაშე ბრალი მიუძღვის, გამორიცხულია

რაიმე ტიპის გარიგებაში ყოფნა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ბრალი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, გამორიცხულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მასთან დაკავშირებულ პირებთან, მთავრობას კავშირი არ აქვს.

„გავრცელდა ჭორი, რომ ჩვენ გარკვეულწილად კარტბლანშს ვაძლევთ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მათთან დაკავშირებულ მათი ყოფილი თანაგუნდელების მიერ შექმნილ პარტიებს და ა.შ. მინდა გითხრათ, რაიმე ტიპის მოლაპარაკებაში ან რაიმე ტიპის გარიგებაში ყოფნა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ბრალი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომლებმაც დაგვიტოვეს 2008 წლის მემკვიდრეობა საოკუპაციო ძალასთან ერთად, რომლებმაც ვერ აიცილეს თავიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პროვოკაცია საქართველოს უახლოეს ისტორიაში, არის გამორიცხული. გამორიცხულია მათთან ან მათ დანაყოფ პარტიებთან რაიმე ტიპის თანაშრომლობა ან მეგობრობა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ  „ქართული ოცნება“ დღეს უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა.

„ქართული ოცნება“ არის დღეს უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შეუქცევადად მიჰყავს წარმატებისკენ. „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის მშენებლობის გზას. შეცდომებისგან რა თქმა უნდა, დაზღვეული არავინ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას ჩავარდნებითაც, მაგრამ უფრო მეტი წარმატებით და აღმასვლით, ხალხის სიყვარულით და  ადამიანების გვერდში დგომით“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics