11:36 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 17:14:37, 1875 ნახვა

საზოგადოება
სომხეთის დელეგაცია ქართულ სააღსრულებო სისტემასა და ბიუროს ინოვაციურ სერვისებს გაეცნო

სომხეთის იძულებითი აღსრულების სამსახურის დელეგაცია 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა და ქართულ სააღსრულებო სისტემასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს გაეცნო.

სომხეთის იძულებითი აღსრულების სამსახურის უფროსი, არმენ ჰარუთინიანი კოლეგებთან ერთად დეტალურად გაეცნო აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას. მათ შორის, ქართული სააღსრულებო წარმოების ეტაპებს, ბიუროს მიდგომას მოვალეების მიმართ, მორიგების პოლიტიკასა და შედეგებს. სტუმრების ინტერესის სფეროში მოხვდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული აუქციონი და არასააღსრულებო სერვისები: გამარტივებული საქმისწარმოება, ფაქტების კონსტატაცია, შეფასება, გადახდისუუნარობა. 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროს იძულებითი აღსრულების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში ორი ქვეყნის სააღსრულებო უწყებები თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების ურთიერთ გაზიარებას გეგმავენ.

სომხეთის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს ის რეფორმები გააცნო, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების სფეროს სამართლებრივი და სტრუქტურული მოწესრიგებისა და აღსრულების მექანიზმის დასახვეწად ახორციელებს. კერძოდ, საუბარი შეეხო აღსრულების სისტემის რეორგანიზაციას, სააღსრულებო კანონმდებლობის სრულყოფას, კერძო აღმასრულებლების ინსტიტუტს და სხვ.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის დელეგაცია ეწვია იუსტიციის სახლს. სტუმრების განსაკუთრებული დაინტერესება იუსტიციის სახლის ელექტრონულმა სერვისებმა და საჯარო რეესტრის პროგრამებმა გამოიწვია, რომლითაც სააღსრულებო პროცედურები ხორციელდება.

ვიზიტის დასასრულს, სომხეთის იძულებითი აღსრულების სამსახურის დელეგაციამ თბილისისა და მცხეთის ტურისტული და ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერა.

სააღსრულებო სისტემის ფარგლებში, ქართული გამოცდილების უკეთ შესწავლის მიზნით, სომეხმა კოლეგებმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ერევანში მიიწვიეს.

სომხეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 29-30 მარტს შედგა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics