11:36 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 16:23:00, 1751 ნახვა

საზოგადოება
რაპიდსა და ბლიცში ევროპის ქალთა 2018 წლის ჩემპიონატი გაიმართა

თბილისის მერიის მხარდაჭერით, რაპიდსა და ბლიცში ევროპის ქალთა 2018 წლის ჩემპიონატი გაიმართა. ღონისძიება თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუწნარიამ გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„აღნიშნული ღონისძიება ევროპის საჭადრაკო კავშირის 2018 წლის მთავარ კალენდარშია მოხვედრილი. მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატში 19 ქვეყნის 86 ქალი იღებს მონაწილეობას, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოდან. ჩემპიონატის მიზანია, საქართველო წარმოაჩინოს, როგორც საჭადრაკო ცენტრი. თბილისის მერია ყველა იმ მიმართულებას აქტიურად უჭერს მხარს, რომელშიც ქალები არიან ჩართული“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. 

ჩემპიონატი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით იმართება და მასში მოჭადრაკე ქალები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან მონაწილეობენ. ღონისძიების მიზანი საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაციაა.  

ღონისძიებაში სულ 20-მდე ქვეყნის 80-ზე მეტი ბენეფიციარი მონაწილეობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics