11:36 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 13:07:11, 1936 ნახვა

საზოგადოება
იმ ობიექტების შესახებ, სადაც სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ არის, ინფორმაცია გასაჯაროვდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას, სადაც სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ იქნება“,  - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, სამსახურის ზედამხედველობის სამმართველო პერმანენტულად ამოწმებს ქვეყნის მასტაბით არსებულ შენობა-ნაგებობებს, რათა მოხდეს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ვითარების შესწავლა. მოწმდება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

„გასულ წელს, სამმართველოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით 6 000-მდე შენობა-ნაგებობა შემოწმდა, 200-მდე ობიექტი დაჯარიმდა, ათასობით შენობის მეპატრონეებზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

სტატისტიკით დგინდება, რომ ყოველწლიურად იზრდება ხანძრებისა და ხანძრებით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა, შესაბამისად პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა შენობაში დაცული იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესები.

საზოგადოებას აქვს უფლება, მისივე უსაფრთხოებისთვის, ფლობდეს ინფორმაციას სად არ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები.

შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას, სადაც არ იქნება დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები.

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს და გამოვალთ ინიციატივით, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდეს სანქციები უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ყველა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, დროულად შესრულდეს ყველა რეკომენდაცია, რათა არ შევუქმნათ საფრთხე ადამიანების სიცოცხლეს“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics