|
2018-03-30 12:42:03, 2548 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ სუს-ში მასალები წარადგინა, რომელიც პარტიის ინფორმაციით, ალავიძის კორუფციულ საქმიანობას შეეხება
„ევროპულმა საქართველომ“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მასალები წარადგინა, რომელიც პარტიის წევრის ირაკლი კეკნეველიძის განცხადებით, გზების დეპარტამენტში გამოვლენილ კორუფციულ სქემებს შეეხება. კიკნაველიძის თქმით, მინისტრმა ალავიძემ მხოლოდ თანამდებობის დატოვებით არ უნდა აგოს პასუხი და ამ საქმით გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს: ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივაწოდეთ ის მასალა, რომელიც შეეხება საქართველოს ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილი მინისტრის კორუფციულ საქმიანობას. მასალები შეეხება კონკრეტულ ერთ მიმართულებას, ეს არის გზების დეპარტამენტი, სადაც ერთი ჯგუფი ადამიანების, რომლის ხელმძღვანელიც ბატონი ალავიძე იყო ერთი ხელით გასცემდა ტენდერებს კომპანიებზე, რომელსაც გზები უნდა დაეგო, მეორე ხელით კი იმ კომპანიებზე, რომლებსაც ხარისხი უნდა შეემოწმებინათ და შემდეგ აი ამ კორუფციული სქემის წარმომადგენლები თავად დასაქმდნენ როგორც დამგეგმავ, ისე შემმოწმებელ კომპანიებში. თუ რამე არის კორუფცია, ზუსტად ესაა და ბატონმა ალავიძემ უბრალოდ თანამდებობის დაკარგვით კი არ უნდა აგოს პასუხი, არამედ სისხლის სამმართლებრივად. იმედია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიჩენს ინტერესს და გამოიძიებს ამ საქმეს“, - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ. ცნობისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ალავიძე საჯარო სამსახურიდან საკუთარი სურვილით წავიდა და კერძო სექტორს უბრუნდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი ინიშნება. ზურაბ ალავიძეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი 2016 წლის ნოემბრიდან ეკავა. შეგახსენებთ, გუშინ „ექსპრესნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროში ანტიკორუფციული სააგენტო შევიდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საგენტოს მუშაობის შედეგად, სერიოზული დარღვევებია გამოვლენილი. უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს შესვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. მათ ასევე აღნიშნეს, რომ არც მინისტრის გადადგომის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)