20:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 17:52:01, 2490 ნახვა

ეკონომიკა
ოზურგეთში ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა შედგა

ოზურგეთში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.

"ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად და რა თქმა უნდა დარმწუნებულები ვართ, რომ იმ რეფორმებთან ერთად, რომელსაც უახლოეს მომავალში დავაანონსებთ თქვენი ძალისხმევით, იმის მოლოდინით, რომ მცირე და საშუალო მეწარმეების რაოდენობა საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. აღნიშნული რეფორმა ეხება 120 ათას მეწარმეს და მათ უკან მდგომ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი ინდმეწარმეები ასაქმებენ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, აღნიშნული რეფორმის შემდეგ კიდევ უფრო მეტ მეწარმეს ვიხილავთ ჩვენს ბიზნესში",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას, რომელიც შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ხოლო მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით. ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელსშეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტადჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირებიზნესის შემდგომი განვითარებისთვისსაქართველოში.

პრეზენტაციაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში, კერძო სექტორისწარმომადგენლები ასევე დეტალურად გაეცნენსაგადასახადო კოდექსში მომზადებულრამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას.

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები უკვე იხილება საპარლამენტო კომიტეტებში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics