15:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 17:00:49, 1820 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია დიპლომატის გაძევებაზე კომენტარს არ აკეთებს

საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია, "სკრიპალის საქმის" გამო, რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე კომენტარს არ აკეთებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ“, - აცხადებენ რუსეთის ინტერესების სექციაში.

ცნობისთვის, „სკრიპალის საქმის“ გამო, საქართველო რუს დიპლომატს აძევებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მიუღებელ პიროვნებად აცხადებს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი ბრიტანეთსა და რუსეთს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერმა ტერეზა მეიმ ოფიციალური კრემლი, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლაში და ქიმიური იარაღის "ნოვიჩოკის" გამოყენებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ რუსეთი ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის ბრალდებებს "პოლიტიკური შოუ" უწოდა.

აღნიშნული სკანდალის აგორების შემდეგ დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა ნატოს- და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოუცხადეს და რუსი დიპლომატები გააძევეს. ამ დროისთვის სულ 150-მდე რუსი დიპლომატია გაძევებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics